სკანდალური ჩვენება: ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ საქმის "დალაგების" სანაცვლოდ, პოლიციაში ქრთამი გადაიხადა
სკანდალური ჩვენება სასამართლო დარბაზში - ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ საქმის "დალაგების" სანაცვლოდ, ფინანსური პოლიციაში დიდი ქრთამი გადაიხადა.
ამჟამად პატიმრობაში მყოფი, 53 წლის დიმიტრი კორთხონჯია, რომელიც ელიტური მანქანების იმპორტიორი იყო, ირწმუნება, რომ ქრთამი 150 ათასი დოლარი შუამავალს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ერთ ერთი შენობაში მიუტანა, მეორე ნაწილის გადაცემა რომ დააგვიანა ესროლეს.
კორთხონჯია სასამართლოზე ყვებოდა, რომ დიდი ფული ქრთამის სახით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაროზე შემოსადებლად მოსთხოვეს - ეს ყველაფერი კი ფარულად ჩაიწერა.
- სისხლის სამართლებრივი დევნა, თაღლითობის მუხლით, ბიზნესმენ კორთხონჯიას წინააღმდეგ 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გამოძიება მას 11 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლებაში ედავება.
დაკავებული ბიზნესმენის თქმით, საქმის ჩაფარცხვას საგამოძიებო ორგანო 400 000 დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა. უთხრეს რომ, თუ ფულს გადაიხდიდა, მომჩივან მხარესთან დავას სამოქალაქო წესით გააგრძელებდა ციხეში კი არ წავიდოდა.
სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ბიზნესმენმა თქვა, რომ გარიგება დიდი ფულის სანაცვლოდ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში შედგა. შეხვედრის ერთ-ერთ ორგანიზატორი კი მისვე მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნინო ახუაშვილი იყო.
- ბიზნესმენი ჰყვება, რომ მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ შუამავალი ხაზზე იყო გამომძიებელთან, მას 150 000 დოლარი გადასცა. ბიზნესმენის თქმით, შეხვედრა 112 ის ცენტრალურ ოფისთან შედგა.
კორთხონჯიას მონაყოლის ტანახმად, გამოძიების პერიოდში მისი ქონება და აქტივები დააყადაღეს. 53 წლის კაცი ამტკიცებს, რომ ქრთამის პირველი ნაწილის გადაცემის შემდეგ, ის ყადაღის მოხსნა ითხოვდა, რაც არ შესრულდა.
ბიზნესმენის განცხადებითვე, მას შემდეგ რაც დარჩენილი 250 ათასი ვერ გადაიხადა, მასთან შსს-ის თანამშრომელი მივიდა და მისი მისამართით გაისროლა.
ის, რომ საქმეში შუამავლის როლს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინნოსანი, ასრულებდა ამას ბიზნესმენის თქმით, კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს - შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გაცემული საშვი, რომელიც კორთხონჯიას მკიცებით, თავად შუამავალმა აჩუქა.