თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისის ცენტრში 43 წლის კაცი დაჭრეს - შემთხვევა გუშინ, 1 ივლისს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია - საქმის მასალების თანახმად, კი 40 წლის კაცმა მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.