მკვლელობა გორში - ბრალდებული დაკავებულია
50 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.