ბათუმში კაცი დაჭრეს

09.07.25 13:57
ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები