"მეფედრონი", "მეთადონი" და "ალფა -პვპ" | ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეფედრონ", "მეთადონი" და "ალფა -პვპ".
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენ - შენახვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "მეფედრონ", "მეთადონი" და "ალფა -პვპ".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს," - წერია განცხადებაში.