მარნეულში 16 წლის მოზარდი დაჭრეს - არასრულწლოვანს 50 ჭრილობა აღენიშნება

11.07.25 23:27
მარნეულში 16 წლის მოზარდი დაჭრეს - არასრულწლოვანს 50 ჭრილობა აღენიშნება

მარნეულში 16 წლის მოზარდი 50 ჭრილობით იპოვეს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. როგორც რადიო "მარნეულს" დაზარალებულთან დაახლოებული პირები უყვებიან, ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.

მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციაში იმყოფება.

მომხდარს ადასტურებენ ოპოზიციაშიც. ამის შესახებ გიორგი მუმლაძე და სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავა.

მსგავსი სიახლეები