მკვლელობა ბოტასების გამო - რა ჩანს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში

12.07.25 21:51
მკვლელობა ბოტასების გამო - რა ჩანს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში

მკვლელობა ბოტასების გამო - "შაბათის ეთერი" გორში,  სავაჭრო ცენტრ „გალერიაში" 28 აპირილს მომხდარი სისხლიანი გარჩევის ამსახველი კადრები მოიპოვა. საუბარია, მამა - შვილის, გიორგი და დავით ცაციაშვილების ჩახრილვის საქმეზე. 

მამა-შვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ იმავე დღეს მოვაჭრე, სერგო ახალკაცი დააკავა. დადგინდა, რომ საზარელი დანაშაუალი 53 წლის კაცმა  იმ იარაღით ჩაიდინა, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა.

მოკლული გიორგი ცაციაშვილის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მამა-შვილის მკვლელობა ამ დროს ახალკაცს წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა, რადგან ის სამსახურში დილიდან შეიარაღებული მივიდა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, დილით, 10:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში სრული სიმშვიდეა. საკუთარ მაღაზიაში იმყოფებიან მამა-შვილი ცაციაშვილებიც და სერგო  ახლაკაციც. მალევე, შენობის დერეფანში სროლის ხმა ისმის, ახალკაცი მამა-შვილი კამერების წინ ჩაცხრილა. 

რა გახდა მოვაჭრეებს შორის შეირაღებული  დაპირისპირების მიზეზი, რომელიც მამა-შვილის სასტიკი მკვლელობით დასრულდა? 

გორში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე  სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება:

  • არაოფიციალური ინფორმაციით, ეს დანაშაული მოვაჭრეებს შორის 27 წლის წინ  დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება - ორ ოჯახს შორის დაპირების მოტივი კი ბიზინეში კონკურნცია და სპორტული ტანსცმლის რეალიზაცია გახდა. მოკლული ცაცისშივლები და მკველოაბში ბრალდებული სერგო ახალკაცი ნათესავები არიან. ტანსაცმლის ბიზნესიც წლების წინ ერთად დაწყეს.  ორივეს თურქეთიდან საქონელი შემოჰქონდა. პირველი კონფლიქტიც სწორედ მსგავსი პროდუქციით ვაჭრობის გამო დაიწყო. ამ დაპირისპირების შემდეგ ოჯახები ერთმანეთს წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ.  ამასოაბში კი  გორის ბაზრიდან ცაციაშივილებიც და ახლაკაციც სამუშაოდ  სავაჭრო ცენტრ „გალერიაში“გადმოვიდნენ და  მაღაზიებიც ერთმანეთის გვერდით გახსნეს. წლების  განმავლობაში აქ ერთად მუშაობდნენ, მაგრამ ბოლო საბედისწერო   დაპირისპირება  მათ შორის 2025 წლის 27 აპრილს ლილოს ბაზრობაზე დაიწყო, როდესაც დილერისგან ერთი და იგივე სპორტული ფეხსაცმელი წამოიღეს.

რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს - ლილოში 27 აპრილს ბოტასების გამო დაწყებული კონფლიქტი გორში დილით გაგრძელდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრში მისული დავით ცაციაშვილი მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ სალაპარაკოდ ეძახის.

მოვაჭრეები დერეფნის გავლით შენობის  სათადარიგო კართან გადიან, თუმცა კადრში ჩანს, რომ სერგო ახალკაცი ჯიბიდან ცეცხლსასროლ იარაღს იღებს.

მოვაჭრეებს შორის ჯერ სიტყვიერი  დაპირისპირება იწყება, თუმცა გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები ხმასაც იწერენ და ისმის, რომ დავით ცაციაშვილს  მკვლელობაში ბრალდებული სროლით ემუქრება.

სიტყვიერი დაპირება დავით ცაციაშვილსა და სერგო ახალკაცს შორის დაახლოებით ერთ წუთს გრძელდება. ხმაურზე მაღაზიიდან გამოდის დავით ცაციაშვილის შვილიც, გიორგი ცაციაშვილი,  რომელმაც ლილოში მომხდარი კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა იმ ადგილისკენ მიემართება, სადაც სიტყვიერი დაპირისპირებაა, თუმცა როგორც  კი მას სერგო ახალკაცი ხედავს, სროლას იწყებს. გიორგი ცაციაშვილს მამა გადაეფარა, მაგრამ მკვლელობაში ბრალდებულმა მასაც ესროლა.

30 წლის გიორგი ცაციაშვილს 4 ტყვია მოხდა, ორი შვილის მამა ადგილზე გარდაიცვალა.  სისხლიანი გარჩევა გორის სავაჭრო ცენტრში ამით არ დასრულებულა, მაშინ, როცა დაჭრილი დავით ცაციაშვილი შენობის დატოვებას ცდილობდა, მკვლელობაში ბრალდებული მას დაეწია და კიდევ ერთხელ ესროლა. 

დაკავებული ახლა ნაფიც მსჯულებისთვის დარწმუნებას ცდილობს, რომ დანაშაული წინასწარი განზრახვით არ ჩაუდენია. 

მოკლული მამა-შვილის ოჯახი დაკავბულის სამაგალიტოდ დასჯას ითხოვს. მათი მოთხოვნა უვადო პატიმრობააა. წინააღმდეგ შემტვევაში ოჯახი პროტეტის უკიდურესს ფორმას აანოსნებს.

მკვლელობა ბოტასების გამო - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები