პოლიციელებს ჭრილობა დანით და ცულით აქვთ მიყენებული

16.07.25 17:05
პოლიციელებს ჭრილობა დანით და ცულით აქვთ მიყენებული

 

 

შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, კახა მურადაშვილი ამბობს, რომ სოფელ ხელთუბანში დაჭრილ პოლიციელებს დაზიანებები დანით და ცულით მიაყენეს. 

პოლიციის მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ 5 პირს ბრალი გადაუკვალიფიცირდეს. 

  • პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, 16 წლის მოზარდი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს: 

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღით, კერძოდ დანისა და ცულის გამოყენებით, მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს.
აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ იქნა 5 პირი. ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია ისჯება 5-დან 8 წლამდე, თუმცა შესაძლოა, დაკავებულებს, ზოგიერთ მათგანს ბრალდება დაუმძიმდეს," - აცხადებს კახა მურადაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 15 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა, სამი მათგანი კი დაჭრეს. 

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაარკვიეს, რომ ავტომობილს მართავდა მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

მსგავსი სიახლეები