მკვლელობა ბათუმში - "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის

18.07.25 17:11
მკვლელობა ბათუმში - "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის

"პირველების" ინფორმაციით, ბათუმის ცენტრში მდებარე რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის.

40 წლამდე კაცი ნინოშვილის ქუჩაზე, „გრილ რესტორანში“ დაახლოებით 15:00 საათზე ჩაცხრილეს. 

წინასწარი ინფორმაციით, კაცს ზურგის არეში 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. ბოლო ინფორმაციით, მოკლული უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

რესტორნის შიდა და გარე პერიმეტრზე კი სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ტერიტორია სამართალდამცავებმა გადაკეტეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. 

უწყება ოფიციალურ განცხადებაში დაკავებულის შესახებ არაფერს წერს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში თურქეთის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობია, არის თუ არა ამ კრიმინალური გარჩევის გაგრძელება დღეს მომხდარი მკვლელობა. 

 

მსგავსი სიახლეები