სპეცოპერაციების სერია თბილისში - ნიღბიანები სასტუმრო "გრინ ქვინშიც" შევიდნენ

18.07.25 20:01
სპეცოპერაციების სერია თბილისში - ნიღბიანები სასტუმრო "გრინ ქვინშიც" შევიდნენ

სპეცოპერაციების სერია თბილისში - ნიღბიანები პეკინის გამზირზე მდებარე სასატუმრო "გრინ ქვინში" შევიდნენ.  

"გრინ ქვინს" სამი მესაკურე ჰყავს - სამივე მათგანი ირანის მოქალაქეა. 

ადგილზე მყოფი სამართალდამცავები "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ. შესაბამისად, უცნობია, რას ეძებენ დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში. 

პეკინის გამზირის პარალელურად უკვე მეხუთე საათია,  სპეცოპერაცია მიდის დოლიძის ქუჩაზე. ნიღბიანებს "სტარ-აიტი აკადემიის" ოფისი აქვთ დაკავებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  სპეცოპერაციები  თაღლითურ ქოლ ცენტრებს უკავშირდება. 

ადგილობრივები "პირველებთან" საუბარში ადასტურებენ, რომ დოლიძის 48 ნომერში ე.წ. ქოლცენტრი დიდი ხანია მუშაობს. კომპანიაში კი ძირითადად რუსი ეროვნების ახალგაზრდები არიან დასაქმებულები. 

"პირველები" დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებში ამ წუთებში ცდილობს. 

მსგავსი სიახლეები