სროლა თურქი ბიზნესმენის კაზინოს მიმართულებით - ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

24.07.25 14:53
სროლა თურქი ბიზნესმენის კაზინოს მიმართულებით -  ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

თურქეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, ბათუმის ცენტრში ბიზნესმენ დერქან ბაშირს კუთვნილ კაზინოს ცეცხლი გაუხსნეს, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

სახელმწიფო ბრალდება მათ ხულიგნობას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები  დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 

უფლებადამცველის თქმით, დაკავებულებმა საქართველოს საზელმწიფო საზღვარი კანონის სრული დაცვით გადმოკვეთეს. 

გამოძიება, ამ ეტაპზე, მათ ედავება ჯგუფურ ხულიგნობას, ჯგუფურად იარაღის შეძენა-შენახვას და ნარკოტიკულ დანაშაულს, თუმცა ისინი კატეგორიულად არ აღიარებენ დანაშაულს და ამ ეტაპზე, იყენებენ დუმილის უფლებას. 

ისინი ლეგალურად არიან ქვეყანაში შემოსულები და ბიზნეს საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ, მანქანების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავებით და ა.შ.. დიახ [ორივე დაკავებული არის ბიზნესმენი]. 

არა [კრიმინალურ სინდიკატთან დაკავშირებითაც არ დაუსვამს გამოძიებას კითხვები]," - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა. 

ცნობისთვის, დერქან ბაშირის კუთვნილ კაზინოს 21 ივლისის ღამის საათებში ესროლეს. 

მსგავსი სიახლეები