პროკურატურა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ პატიმრობას ითხოვს
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ცანავასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
უწყების ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 აშშ დოლარი მოსთხოვა.
მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ," - წერია განცხადებაში.
ლაშა ცანავა სუს-მა გუშინ დააკავა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ენმ-ს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში დახმარებას დაპირდა და ფული გამოართვა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ახლო მეგობარი, მასზე პოლიტიკური შურისძიების მოტივით დააკავეს.