ერთ დღეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 ადამიანი დავაკავეთ - გელა გელაძე
გელა (გეკა) გელაძე აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 ადამიანი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებული არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მათ ბრალად ედება:
- ნარკოტიკების რეალიზაცია;
- რეალიზაციის მომზადება;
- რეალიზაციის მცდელობა;
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა;
- ნარკოტიკების შეძენა-შენახვა.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გეკა გელაძის განცხადებით, დაკავებულები ნარკოტიკების გასაყიდად იყენებდნენ „სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს“.
საქმეში ფარული ჩანაწერებიც დევს.