მედია: "ქარელში მერის წარმომადგენლის ძმა მოკლეს"

08.08.25 00:53
მედია: "ქარელში მერის წარმომადგენლის ძმა მოკლეს"

გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მერის წარმომადგენლის ძმა მოკლეს.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" წერს, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. 

 დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული უცხო ქვეყნიდან სამშობლოში 6 აგვისტოს, დედის ორმოცზე ჩამოფრინდა. 

როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთ სამინისტროში უთხრეს, "დანაშაულის ჩამდენმა პირმა ადგილზე გამოცხადებული 2 პოლიციელი დაჭრა".

 მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა: 

"ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ძმა მოკლეს დედის ორმოცზე, (საფრანგეთიდან ჩამოვიდა), დაკავებისას მკვლელმა პოლიციელს ესროლა და დაჭრა, გაიქცა! მშვიდობაა, მშვიდობა - არც ომი გვინდა!" - წერს კილაძე. 
 

 

მსგავსი სიახლეები