მკვლელობა ქარელში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

08.08.25 11:53
მკვლელობა ქარელში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ძმის, ზურაბ იმერლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მეზობელია. 

ირკვევა, რომ ზურაბ იმერლიშვილის სიდედრის გარდაცვალების შემდეგომ გამართულ სუფრაზე, მასთან ერთად დაკავებული პირიც იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, გარჩევა სუფრაზე არ დაწყებულა. 

თანასოფლელების თქმით, ქარელის რაიონში, თავდაპირველად ორი გასროლის ხმა გაიგონეს, რომელიც 50 წლის ზურაბ იმერლიშვილს მოხვდა. ერთი საათის შუალედში კი კიდევ 4 გასროლის ხმა გაისმა, როგორც აღმოჩნდა, დაკავებულმა ადგილზე გამოძახებული პოლიციელების მისამართით ისროლა. 

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობისა და ორი დაამიანის დაჭრა სანადირო თოფიდან გასროლით მოხდა. 

შემთხვევა სოფლის ცენტრში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. მოსახლეობის თქმით, იქ ბევრი ბავშვია და იყო საშიშროება, რომ ბრმა ტყვია რომელიმე მათგანს მოხვედროდა.

დაჭრილი პოლიციელებიდან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, პოლიციელები სამკურნალოდ საავადმყოფოში რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები