"ზურგზე დაახტნენ"- შვილი ამბობს, რომ დაკავებისას იოსკა ჯანდიერზე პოლიციამ იძალადა

10.08.25 11:40
"ზურგზე დაახტნენ"-  შვილი ამბობს, რომ დაკავებისას იოსკა ჯანდიერზე პოლიციამ იძალადა

რუსთაველის გამზირზე, შვილის თვალწინ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, იოსკა ჯანდიერს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავება.

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ნადიერის დაკავება სამოქლაქო აქტივისტის აქტიურობას უკავშირდებოდეს. 

მარიკა არევაძის იოსებ ჯანდიერი წინასარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ მოინახულა. როგორც დაკავებული ამბობს, დაკავებისას მისთვის პოლიციას არ განუმარტავს, რატომ აკავებდნენ. 

მისთვის უცნობია, რა საფუძველზე დააკავეს, იოსკა დაკავების მომენტშიც ითხოვდა, ამ საფუძველის განმარტებას, თუმცა საპატრულო პოლიციას რაიმე სახის განმარტება არ გაუკეთებია. 

მისი თქმით, შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია. 

რაც შეეხება მუხლებს - ჯანდიერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული. ეს მუხლები ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შერჩევითი სამართლის პირობებში ვიმყოფებით, აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ იოსკა მისი აქტიურობის გამო ისჯება"- თქვა ადვოკატმა. 

ჯანდიერის შვილი ამბობს, რომ იოსკა ჯანდიერი პოლიციამ ძალადობრივად დააკავა: 

ზურგზე დაახტა, როცა ვეკითხებოდი რატომ დააკავეს მამა, ეს იყო სისხლის სამართლით დაკავება თუ ადმინისტრაციული, ამაზეც პასუხს არავინ გვცემდა"- აღნიშნავს თორნიკე ჯანდიერი. 

მსგავსი სიახლეები