სპეცოპერაცია მარნეულში - პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

10.08.25 12:38
სპეცოპერაცია მარნეულში - პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული რ.ა.

შსს-ს მიხედვით, დაკავებული 2013 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები