მიჯრით სროლა თეთრიწყაროში - შუახნის მამაკაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ (ახალი დეტალები)

20.08.25 20:13
მიჯრით სროლა თეთრიწყაროში - შუახნის მამაკაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ (ახალი დეტალები)

თეთრიწყაროს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ექსპერტ კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს. 

შემთხვევა, დღეს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40-წლამდე კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა რა დროსაც მას ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. 

დაშავებულს, წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები კიდურებში აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. 

ამ დროისთვის უცნობია დააკავეს თუ არა თავდამსხმელი.

მსგავსი სიახლეები