საგამოძიებო: დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ქ. თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც 70 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 000 აშშ დოლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გ.ლ. და შ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქ. თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა ქ. თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70 000 აშშ დოლარი.
2025 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით," - წერია განცხადებაში.