თბილისში 60 წლამდე კაცი დაჭრეს

01.09.25 10:35
თბილისში 60 წლამდე კაცი დაჭრეს

დედაქალაქის ცენტრში 59 წლის კაცი დაჭრეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს ცივი იარაღით მიაყენეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი 33 წლის კაცია დაკავებული. 

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს წერს, რომ ბრალდებულმა ბ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ თ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ბ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

   

მსგავსი სიახლეები