ძალადობა პირდაპირ ეთერში - ვინ არის ქალი, რომელიც ორ წლამდე შვილიშვილი სცემა
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოება შეძრა, 5 წუთიან ვიდეო ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ სცემა ბებიამ მცირეწლოვანი ბავშვი TIK-TOK ლაივში. კადრებით დგინდება რომ, ქალმა შვილიშვილს რამდენჯერმე ჩაარტყა. ვიდეოში ისმის ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
ვიდეოჩანაწერი სოც ქსელში აქტივისტმა ბექა კვაჭანტირაძემ გაასაჯაროვა და მოძალადე ბებიის დასჯა მოითხოვა, კვაჭანტირაძე დღეს პოლიციაში დაკითხეს.
ბავშვის მშობელს პრეტენზია არ აქვს, ნაცემი მცირეწლოვნის დედამ დღეს TIK-TOK ლაივში ისაუბრა, ის იმ ადამიანებს უპირირისპირდება, ვინც გაავრცელა ვიდეო, სადაც მის შვილზე ძალადობა ჩანს.
შემთხვევა ქუთაისში მოხდა, თუმცა ამ საკითხზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს თბილისშიც მიმდინარეობდა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ შოკის მომგვრელი კადრები დასტურია, რომ ბავშვთა უფლებები ქვეყანაში დაცული არ არის და ძალადობა გადაულახავ პრობლემას რჩება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დაკავებული ქალის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, სადაც ნინო გედენიძე თავად აღიარებს რომ მცირეწლოვანი სცემა. ახლა ის ბრალის ოფიციალურ წარდგენას იზოლატორში ელოდება, სასამართლო ამის შემდგომ იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.