თბილისში ავტობუსის მძღოლს თავს დაესხნენ და სცემეს

04.09.25 17:57
თბილისში ავტობუსის მძღოლს თავს დაესხნენ და სცემეს

თბილისში, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს სასტიკად გაუსწორდნენ - კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. 

ირკვევა, რომ N310 ავტობუსის მძღოლს ე.წ ვარკეთილის დაჯგუფება მგზავრების  თვალწინ გაუსწორდა.

თავდამსხმელები, წინასწარი ინფორმაციით, კაცს ფულს სძალავდნენ.  ჯერ ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი ჯგუფურად სცემეს. 

სამი ბიჭი დახვედრია და კონფლიქტი მოსვლიათ, ვარკეთილში. უბნელები იყვნენ. არ ვიცი [რას ერჩოდნენ], შელაპარაკება მომხდარა რაღაცა და მერე დამუქრებია ის ვიღაცა, ერთი ყოფილა. ეს რომ წავიდა თავის გზაზე, რომ დატრიალდა, დაბრუნდა უკან დაახვედრა კიდევ ვიღაცა ორი მოიყვანა და მანდ მომხდარა უკვე შიგნით ავტობუსში," - ამბობს ნაცემი მძღოლის თანამშრომელი. 

მსგავსი სიახლეები