ექსკლუზიური კადრები - სად და რა ვითარებაში დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა?
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - "შაბათის ეთერი" 2025 წლის 15 თებერვალს სასტუმრო „თბილისი თაუერსთან“ გადაღებულ კადრებს პირველად ასაჯაროებს. ვიდეო ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობამდე ერთი თვით ადრეა გადაღებული.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება:
- შავი ავტომობილი, რომელიც სასტუმროსთან ჩერდება, ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, დავით მიქაძე, დაცვის წევრებთან ერთად მიდის. [სწორედ ამ სასტუმროს და 15 თებერვალ ასახელებს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის ცაცხრილვიდან 6 თვის შემდეგ პროკურტურა დაანაშაულის დაგეგმვის მთავარ ადგილად].
მკვლელობის ორგანიზებისთვის ძებნილი დავით მიქაძე 15 თებერვალს ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, გიორგი ჯოხაძესთან შესახვედრად მივიდა. [ფაქტს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კიდევ ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ადასტურებს].
- ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ლევან ჯანგველაძის მკველელობის დაგეგმვაში ბრალდებული გიორგი ჯოხაძე „თბილისი თაუერსში", თანმხლებ პირთან ერთად 19:17 საათზე ანუ მიქაძის მისვლამდე 40 წუთით ადრე მივიდა. მას დერეფანში ამ დროისთვის უცნობი პირები ხვდებიან და ერთ-ერთს მცირე ზომის ჩანთას გადასცემს.
20 საათსა და 02 წუთზე სასტუმროს დერეფანში დავით მიქაძე დაცვის წევრებთან ერთად შედის. ჯოხაძეს ესალმება და სალაპარაკოდ სხვა სივრცეში გადიან. კამერები მათ საუბარს ვერ იღებენ, მაგრამ მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ, საქმის მასალებში გამოჩნდა ოპერატიული პატაკი, რომლითაც ოპერატიული მუშაკი, რომიკო გოგიაშვილი მის ზემდგომებს ატყობინებს, რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები აქ გელა უძილაურს შეხვდნენ. [პოლიციის ფაილებში გელა უძილაურის იდენტიფიცირებას "შაბათის ეთერი" ვერ ახდენს. ჩანაწერების ნაწილი მაღალი გარჩევადობის არ არის და ვიდეო მასალაში არც დაკავებული გიორგი მიქაძე არ ჩანს, თუცმა ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი გვარწმუნებს, რომ ფარცხალაძის გარემოცვის და ქილერის შეხვედრა ან შენობაში სატალეფონო ანძების ჩანაწერებმა დაადგინეს].
პოლიციის ფაილებში, რომლის საფუძველზეც ფარცხალაძის საძმოს უვადო პატიმრობა ემუქრება წერია, რომ მიქაძეების და ჯოხაძის დავალებით ქილერი საქართველოში ჩამოსულ ჯანგველაძეს სასტუმრო "ამბასადორთან" ჯერ კიდევ 16 თებერვალს უთვალთვალებდა, მაშინ გელა უძილაურმა ერთ- ერთი ავტომობილიც ჩაცხრილა, გამოძიებაც დაიწყო თუმცა შედეგი არ დამდგარა.