შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2 წლის წინ 22 წლის მოქალაქე დაჭრა

16.09.25 10:33
შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2 წლის წინ 22 წლის მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა ნ.ქ.-მ 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

მსგავსი სიახლეები