ახალი ბრალდებულები ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში

17.09.25 20:39
ახალი ბრალდებულები ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში

ე.წ. დაცული ტელეფონი, რომლითაც ძებნილი დავით მიქაძე ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გამოძიებამ უკვე ამოიღო. ეს მტკიცებულება და ჩვენება საკმარისი აღმოჩნდა შინაგან საქმეთ სამინისტროსთვის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის ახლოს წევრისთვის ბრალი წარედგინა.

ქვეყნიდან გაქცეულ დავით მიქაძეს ახლა კიდევ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გამოძიების ვერსით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის ადვოკატთან, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძეს დაცვის წევრები მივიდნენ დაემუქრნენ და შემდეგ გადასცეს ტელეფონი, რომელის საშუალებითაც ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დავით მიქაძის დაცვის წევრი  ლაშა მაისურაძეს ახალა სასამართლოს პროცესის ჩანიშვნას ელოდება. 

ლაშა მაისურაძესთან ერთად ჩვენება მისცა გიორგი ბერიაშვილმაც მისცა. მან პოლიციის მთავარი სამმართველო 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. ბერიაშვილი ფარცხალაძის ახლო გარემოცვის და ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის საერთო ნაცნობი აღმოჩნდა და ლაშა მაისურაძის დაზარალებულ უფლებადამცველთან შეხვედრა სწორედ მან დააორგანიზა.

ადვოკატ, გიროგი ბარდაველიძის წინააღმდეგ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო რაც იმ დროისთის მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ალაპარაკება გადაწყვიტა. როგორც კი საქმეში სანდრო წივწივაძის ჩვენება გაჩნდა, სადაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში, იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე დაკავებულმა პირმა ხელი დავით მიქაძეს დაადო, არსებული ინფორმაციით მუქარები ბრალდებულზეც და მის ადვოკატზეც განხორციელდა.

ახალი დაკავებული ჯანგველაძის საქმეში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები