შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მარნეულში, არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

20.09.25 18:33
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მარნეულში, არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში, ერთ-ერთი მაღაზიის არასრულწლოვან თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები