პროკურატურამ არ იცის, სად გაყიდეს უაქციზო სიგარეტი
2 176 341 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის სკანდალი - პროკურორი გიროგი ჯავარაშვილი ადასტურებს, რომ ქალაქ გორში სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, 2 წლის განმავლობაში ფუნქიონირებდა.
ამასთან, როგპრც გაირკვა, პროკურატურამ არ იცის, სად გაყიდეს, უკანონოდ წარმოებული, უაქციზო სიგარეტი.
ამასთან, გიროგი ჯავარაშვილის კომენტარიდან ირკვევა ისიც, რომ უწყებას დადგენილი არ ჰყავს, ვინ ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქე ვიქტორ აბაიმოვი, რომელსაც ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს და კომპანიის წილი, სადაც გამოძიების მტკიცებით უაქციზო სიგარეტებს აწარმოებდნენ, 5 000 ლარად შეიძინა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული პიროვნება ერთ-ერთი საწარმოს დირექტორია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებდა აღნიშნული დანაშაული და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა უაციზო სიგარეტის დასამზადებლად საჭირო დანადგარების ჩამოტანა. გრძელდება გამოძიება იმის დასადგენად, თუ საიდან მოხდა აღნიშნული დანადგარების ჩამოტანა. ამასთან, მიმდინარეობს გამოძიება თუ სად უნდა მომხდარიყო უაქციზო სიგარეტის რეალიზება"- აღნიშნავს საქმის პროკურორი.
ჟურნალისტი დაინტერედა, შესაძლებელია თუ არა კვალი ჯუანშერ ბურჭულაძემდე მივიდეს, რაზეც ბრალდების მხარის წარმომადგენელმა თქვა:
"სისლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის დანაშაულებრივი ქმედება, თავისთავად იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება".
გიროგი ჯავარაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის ყოფილი წევრის დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნუგზარ ცაბაურაშვილს მიმდინარე დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქნდა და იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ოთხ პირს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.