სპეცოპერაცია Holiday Inn-ში - არსებული ინფორმაციით, ადგილზე გაისროლეს

25.09.25 15:11
სპეცოპერაცია Holiday Inn-ში - არსებული ინფორმაციით, ადგილზე გაისროლეს

სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა ამ წუთებში თბილისში, სასტუმროში Holiday Inn-ში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასტუმროში, ერთ-ერთ ნომერში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. 

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ სასტუმროს დამსვენებელია, იარაღით იმუქრებოდა. 

ამ დროსითვის არსებული ცნობით, კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ის შენობიდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. 

ადგილზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაშა სირაძეც იმყოფებოდა, თუმცა მან "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა. 

მსგავსი სიახლეები