ყოფილი ცოლის წამებისთვის დაკავებულმა კაცმა გამოძიებას ჩვენება მისცა - აღიარებს თუ არა დანაშაულს ზურაბ ბურდული

27.09.25 17:00
ყოფილი ცოლის წამებისთვის დაკავებულმა კაცმა გამოძიებას ჩვენება მისცა - აღიარებს თუ არა დანაშაულს ზურაბ ბურდული

ყოფილი ცოლის წამებისთვის დაკავებული კაცი დანაშაულს აღიარებს - დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ზურაბ ბურდულის ჩვენება გამოძებას უკვე აქვს.

როგორც "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაკავებულის ადვოკატი, ალექქსანდრე შალუტაშვილი ამბობს,  ზურაბ ბურდულმა გამომძიებლებს დეტალურად უამბო, როგორ შეასხა ცოლს ჯერ მჟავა, შემდეგ დაჭრა, ბენზინი გადაასხა და დაწვა.

რა იყო შემზარავი დანაშაულის მოტივი, ამას ადვოკატი "პირველებთან" არ ამბობს - "დაელოდეთ გამოძებას". 

ყოფილი ცოლის წამებისთვის დაკავებული კაცის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება - ზურაბ ბურდულს ბრალი დღეს წარედგინა. 

მე შევხდი 10-15 წუთი სულ რაღაც. ადვილი გადასატანი არ იყო მისთვის. ჩვენება მისცა გამოძიებას, აღიარებს, მოტივის შესახებ მე ვერ გეტყვით, ყველაფერი დაფიქსირებული აქვს, ამიტომ დაელოდეთ", - ამბობს ადვოკატი.

შემზარავი შემთხვევა კასპში ორი დღის წინ მოხდა. დაკავებულ მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები