მცხეთა-მთიანეთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს
მცხეთა-მთიანეთში მეზობელმა 21 წლის ბიჭი დაჭრა - დანაშაულისთვის პოლიციამ 36 წლის კაცი დააკავა.
შსს-ის ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირია.
დანაშული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 2004 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.