ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მცლის არეში აქვს მიღებული. დაშავებული კლინიკაშია და ოპერაცია უტარდება.
ამ დროისთვის, უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.