პროკურორი: არავითარი სვეტასთან შეხვედრა, გელა უძილაური კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული მიზნით მივიდა

15.10.25 12:54
პროკურორი: არავითარი სვეტასთან შეხვედრა, გელა უძილაური კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული მიზნით მივიდა

არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, გელა უძილაური კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • გელა უძილაური ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს „უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე“, თუმცა, საბოლოოდ, ჭავჭავაძეზე, ლევან ჯანგველაძის სანახავად წავიდა, რადგან მასთან „პირადი წყენა“ ჰქონდა.

არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა. არავითარი ხელში დაჭრა, კონკრეტული მიმართულებით ისროლა. თუ ვინმეს სჯერა, რომ შემთხვევის ადგილზე უძილაური მართლა ვინმე სვეტას წერდა, როცა ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, ეს არ ვიცი, ეს აბსურდია...

ლევან ჯანგველაძე „სკაიპით“ რომ ესაუბრებოდა უძილაურს, ეს ხომ აბსურდია? რა გარემოებებიც მან დაასახელა, ვერაფერს გადაამოწმებ, ვერც გარდაცვლილს დავკითხავთ. იარაღზე, რაც თქვა, უნდა, რომ პასუხისმგებლობა გიორგი ჯოხაძეს ააცილოს...

იმ დღეს, გელა უძილაური 18:23 საათზე სახლიდან გამოვიდა, მისი ვერსიით, სვეტასთან მიდიოდა და მოსაცმელი ხელში ეკავა. ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ, თავის ვერსიებში აიხლართა... ვეძებთ ვინმე სვეტას, არ ვიცით სახლი, არ ვიცით გვარი... როცა ვერ ნახა სვეტა, წავიდა ჭავჭავაძის გამზირზე 351 ავტობუსით, იქიდან ჩამოვიდა და მოსაშვილამდე ფეხით მივიდა, მერე ტაქსით, მერე ისევ ფეხით და ამ ყველაფრის ფონზე გელა უძილაური ამბობს, რომ სვეტა ვერ ნახა და უნდა ენახა ჯანგველაძე ხომ არ მივიდოდა იქ.

გელა უძილაური ელოდებოდა შეტყობინებას, რომ ლევან ჯანგველაძე იქ მივიდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ტელეფონთან. ლევან ჯანგველაძემ უძილაურს მისამართი ჰკითხა, ბრალდებულმა კი საპასუხოდ თავი გაიქნია. საინტერესო ისაა, როგორც კი ჯანგველაძე მას გაცდება, უძილაური სათვალეს იღებს, უყურებს ტელეფონს და უყურებს ლევან ჯანგველაძეს. ის ინფორმაციას ელოდება, თუ ჯანგველაძის სურათი აქვს ტელეფონში და ადარებს, ეს უძილაურის გულშია და მან უნდა თქვას. რაც თქვა, კი ვიცით, აბსურდი"- თქვა მან IPN.GE-ს მიხედვით. 

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა.  სხდომაზე მხარეები  საბოლოო   სიტყვებით წარსდგებიან. ამის შემდეგ სავარუდოდ მოსამართლე სათაბიროდაც გავა.

თავად უძილაური მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ირწმუნება, რომ ჯანგველაძე  შურისძიების გამო პირადი მოტივით  მოკლა. მკველობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები