თავდასხმა გლდანის ციხეში - მეთვალყურე პატიმარმა კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღით დაჭრა

18.10.25 21:57
თავდასხმა გლდანის ციხეში - მეთვალყურე პატიმარმა კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღით დაჭრა

"შაბათის ეთერის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გლდანის ციხეში 22 წლის ბადრაგს ოთხი ჭრილობა პატიმარმა მინის ნატეხით მიაყენა. TV პირველის ციხეში მომხდარი ფაქტის შესახებ კონფიდენციალური წყარო უყვება. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ პატიმრის სამიზნე სერგი ბერიძე გახდა.  ციხის კონტროლიორზე თავდასხმის ამბავი "შაბათის ეთერს" ბადრაგის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.  

ციხის მერვე დაწესებულებაში  ბადრაგის დაჭრის ფაქტი იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა. პაატა სალია ამბობს, რომ  22 წლის სერგი ბერიძის  დაჭრის ფაქტს გენ ინსპექცია იძიებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დაჭრილმა  ციხის კონტროლიორმა  ბერიძემ რეაბილიტაცია უკვე გაიარა,  თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს, საიდან აღმოჩნდა აკრძალული საგანი გლდანის  მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაჭრილ ბადრაგას ამ თემაზე საჯარო საუბარი სავარაუდოდ აუკრძალეს. დაჭრილი ამბავს მალავს, თუმცა "შაბათის ეთერს" ციხეში მასზე მომხდარი თავდასხმა, მისი ოჯახის ორმა წევრმა, მამა და ბებიამ დაგვიდასტურეს.  

ექიმი ნიკოლოზ სადუნიშვილი ამბობს, რომ ციხის ბადრაგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან დიდი იყო აორტის დაზიანების რისკი. 

თავდასხმა ციხეში - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები