პენსიონერს, რომელმაც არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედებები განახორციელა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება - განცხადება

30.10.25 12:13
პენსიონერს, რომელმაც არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედებები განახორციელა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება - განცხადება

 საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა. ასევე ბრალდებული დაზარალებულს მომხდარი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა"- წერს უწყება. 

მსგავსი სიახლეები