იტალიაში იარაღისა და ძვირფასი ნივთების ქურდობისთვის 27 წლის ქართველი დააკავეს
პოლიციამ ქალაქ აველინოში 27 წლის ქართველი კაცი ძვირფასი ნივთებისა და სანადირო იარაღის ქურდობისთვის დააკავა.
იტალიური მედიის ცნობით, დანაშაულში ბრალდებული პოჯორეალეს ციხეშია გადაყვანილი, მოპარული 5 სანადირო თოფი კი ამოიღეს. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება თანამზრახველების გამოვლენის მიზნით.