ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - ზურაბ ზურაშვილმა დანაშაული აღიარა

01.11.25 17:41
ყოფილი ცოლის  დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა -  ზურაბ ზურაშვილმა დანაშაული აღიარა

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზურაშვილის,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორის თქმით, დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. 

43 წლის კაცმა პროცესზე აღიარა დანაშაული და მოტივზე ისაუბრა.

მკვლელობა 29 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში მოხდა. კაცმა ყოფილ ცოლსა მის მეგობარ მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლა. 47 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 41 წლის ქალი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მსგავსი სიახლეები