ჯგუფურ ძალადობაში ცნობილი ქართველი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი მონაწილეობდა - ახალი დეტალები

05.11.25 12:59
ჯგუფურ ძალადობაში ცნობილი ქართველი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი მონაწილეობდა - ახალი დეტალები

 

 

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში მხილებულია ქართველი მომღერლის, მამუკა ჩარკვიანის ვაჟი და ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი. 

ჯანუკი ჩარკვიანი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ  გამოძიების ცნობით, ის  იმ თავდამსხმელებს შორის იყო, რომელებიც თბილისში, ხილიანზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში" "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, მანჩო გიორგობიანის თხოვნით მივიდა და 19 და 21 წლის კონსულტანტებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით უკვე დაკავებულია მანჩო გიორგობიანი. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ჯანუკი ჩარკვიანს და ჯგუფურ თავდასხმაში მხილებულ პირებს შს სამინისტროს წარმომადგენლები ამ უთებშიც ეძებენ.

გამოძიების ვერსიით, სუპერ-მარკეტის თანამშრომლებზე გაბრაზებულმა მაჩო გიორგობიანმა, ჯანუკი ჩარკვიანს დაურეკა. ზარიდან რამდენიმე წუთში, კი ჯანუკი ჩარკვიანი და მასთან ერთად მყოფი ექვსი პირი სუპერმარკეტ "სპარში" შეიჭრნენ, გარეთ გაათრიეს და სცემეს მარკეტის ორი თანამშრომელი.

 ჩარკვიანის მამიდა, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მის ძმის შვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და შველა სთხხოვა, უთხრა, რომ  რომ მაღაზიაში სცმენდნენ.

ჯანუკას, გარდაცვლილი მეგობრის დედამ დაურეკა - მცემენო. ვიდეოში [შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში] ისმის კიდეც რომ ეს ქალი [მანჩო გიორგობიანი] ამბობს, რომ დავურეკავო. როგორც მე გავიგე, დაურეკა. 

ეს ქალი მანამდე ჩხუბობს და შემდეგ როგორც ჩანს ურეკავს - "მცემენ, მომეშველე". 

ძალიან მეცოდება ჯანუკი, ძალიან კარგი ბიჭია, როგორ აგიხსნათ ხალხო - ძალიან მებრალება. მკვდარი მეგობრის დედა რომ დაგირეკავს - მცემენო, ალბათ, ჩახვალ. შვილის ტოლა ბიჭს როგორ უნდა დაურეკო?! არ არის ეს ნორმალური. კონსულტანტთან მოუვიდა ამ ქალს [მანჩო გიორგობიანს ჩხუბი]. ცოდვაა ამ საქმისთვის ახალგაზრდა კაცი რომ დაისაჯოს"- ითხრა TV პირველს პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა. 

მსგავსი სიახლეები