როგორ იგეგმებოდა ბრალდებულების ტერორი, რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში? - სასამართლოში პროცესები იწყება
როგორ იგეგმებოდა ბრალდებულების ტერორი, რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა.
ჩანაწერების, ერთ-ერთი ფიგურანტია გიორგი კირთაძე, რომელიც გამოძიების მტკიცებით ე.წ. კრიმინალურ ავტოროტეტებთან იყო კავშირში და პატიმრბაში მყოფი გიორგი მიქაძის მიმართ ტერორის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. გელა გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით იცვლებოდა ინფორმაცია, როგორ შეაშინეს ციხეში მყოფი მიქაძე, რომელიც ბიზნესმენ ლევან კანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია და სასჯელს იხდის.
გიორგი მიქაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გადმოიყვანენ, სადაც მოსამართლე მისთვის შესაფარდებელ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ეს უკანასკნელი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, "კვერცხას" ახლო ნათესავია და საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით თავისუფლებაზე ყოფნის დროს კირთაძე "კვერცხასთან" აქტიურ კომუნიკაციაში იყო და მიქაძის დატერორების ამბავს სწორედ მასთან ცვლიდა.
უცნობია, დაარღვევს თუ არა ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული 34 პირიდან ერთ ერტ დღეს დუმილს.
როგორც TV პირველს ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, გიორგი კირთაძე წარდგენილ დაბაშაულს არ აღიარებს.
ეს არ იყო ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ და ბრალი წაეყენებინათ, უფრო მეტიც დაეკავებინათ ის [გიორგი კირთაძე]. დღეს სასამართლოში დავაყენებთ საკითხებს, რის გამოც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა. "კანონიერ ქურდებთან" მას არანაირი შემხებლობა არ აქვს. ვერსია, რომელსაც ბრალდების მხარე ავითარებს სწორი არ არის. ვფიქრობ მის მიმართ საერთოდ არანაირ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული. ვფოქრობ ალტერნატივად გირაოს მოვითხოვ, თუმცა ისიც ვიცი რომ არ დამიკმაყოფილებენ"- თქვა ადვოკატმა.
ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო ბრალი ჯამში 34 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის 4 საზღვარგარეთ იმყოფება. ერთ-ერთია დავით მიქაძე, რომელიც ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება.
პროკურატურამ დღეს, 5 ნოემბერს, ბრალი წარუდგინა ბიზნესმენ დავით მიქაძესა და მისი დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს.
ეს დავით მიქაძისათვის, - რომელიც „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით აგვისტოდან იძებნება და ასევე წარდგენილი აქვს ადვოკატისადმი „მუქარის“ ბრალდება, - მესამე ბრალდებაა.