მიქაძეს ვაგინებ, მაგის ძმას ვაგინებ, გიორგი ჯოხაძეს ვაგინებ - ბადუკა ნათობაძე
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემულმა ბადრი ნათობაძემ თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მიქაძეს ნამდვილად აგინა, თუმცა "ბადუკა" ამტკიცებს, რომ ეს ე.წ. ქურდული სამყაროს დავალებით არ გაუკეთებია.
"მე გიორგი მიქაძეს, მაგის ძმას, გიორგი ჯოხაძეს ვაგინე" - თქვა განსასჯელის სკამზე მყოფილმა ბრალდებულმა.
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, გამოძიება რას ედავება.
ბრალს არც ვეთანხმები და არც არის გასაგები, რასაც მიხსნით. იმიტომ მოვედი სასამართლოში ადვოკატთან ერთად, რომ არც ვეთანხმები, არც ვაღიღებ და არც ბრალდების არსი მესმის. სიგიჟეთში ვარ თუ რა არის?!
შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომ ეს საქმე შეწყვიტოთ? ყველა სასმაართლო სხდომაზე ვიტყვი, რომ მანდ არაფერია ისეთი რომ ბრალი წაგვიყენოთ, რომ ამხელა მუხლი მოგვიყენოთ. მე რომ გიორგი მიქაძეს ვაგინებ მაგის ძმას ვაგინებ და გიორგი ჯოხაძეს ვაგინებ და მაგის ძმის მკვლელობაზე რომ 19 წელს ვიხდი ეგ საქმე ხომ იცით ყველამ?
მაგის ძმაკაცს და მაგის ძმას რომლებიც აღიარბენენ რომ მეგობრები არიან, ისეთ ციხეში ვარ რომ ნებისმიერი პატიმარი მიაწვდის ერთმანეთს ხმას, ისე მოხდა რომ იქ მოიყვანეს რათ მინდა ამაზე ვიღაცასთან მორიგება? ორი დღეა ტელევიზიაში ვისმენ, რომ ვავიწროვებ ფსიქოლოგიურად, მაგაზე ვზივარ რომ გიორგი ჯოხაძის ძმა მოვკალი და მაგის ძმას ვაგინებ ვაგინებ მაგის ყველა ძმაკაცს და მხარდამჭერს” - თქვა მან.
მისივე თქმით, „ქურდულ სამყაროსთან“ არანაირი შეხება არ აქვთ ბრალდებულებს, ნანა ნეფარიშვილს და გიორგი კირთაძეს, ამასთან, ბადუკას მტკიცებით, „არაფერ შუაშია „ენცო“.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 7 პირის პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას 7 ბრალდებულიდან ესწრება 4 ბრალდებული: ნანა ნეფარიშვილი, გიორგი კირთაძე, ლევან მოისწრაფიშვილი, ბადრი ნათობაძე.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქაძეზე „კანონიერი ქურდების“ დავალებით ზეწოლას ახორციელებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
ბადუკა ნათობაძე, რომელსაც რუსთავის ციხეში გიორგი მიქაძის ტერორის გამო ბრალი წაუყენეს, 19 წლიან სასჯელს, ჯანგველაძის ძმის მკვლელობის ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი ჯოხაძის ძმის მკვლელობის გამო იხდის.