ჯგუფური თავდასხმის საქმე - ცნობილი მომღერლის შვილი გასამართლების მოლოდინში [ახალი დეტალები]
ჩხრეკა ცნობილი მომღერლის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ გუშინ გვიან ღამით ჩაატარა. დოლიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ჯაკო ჩარკვიანის დასაკავებლად საღამოს 8 საათზე გამოჩნდნენ. "სპარის" კონსულტანტებზე ჯგუფურ თავდასხმაში მხილებული ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ადგილზე დახვდა და ჩაბარდა.
ჯაკო ჩარკვიანის სახლში ჩხრეკა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდნენ ადვოკატი და ოჯახის წევრები. ჩარკვიანების ბინის გარდა პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა და მამუკა ჩარკვიანის ცოლის ძმის საცხოვრებელი სახლშიც. 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის 110 ვაზნა.
შინგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საბრძოლო არსენალი ცნობილი მომღერლის მამუკა ჩარკვიანის სახლიდან ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჯაკო ჩარკვიანი "სპარის" 2 თანამშრომელზე ჯგუფური თავდასხმის მონაწილე და თანაორგანიზატორია. საქმეს კიდევ 4 დაკავებული ჰყავს მათ შორისაა მანჩო გიორგობიანი "ოცნების" მეხოტბე და პროპაგანდისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, "სპარის" თანამშრომლებზე გაბრაზებულმა მანანა გიორგობიანმა დასახმარებლად სწორედ ჯანო ჩარკვიანს და უბნელ ბიჭებს დაურეკა. პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მისი ძმისშვილი პროვოკაციის მსხვერპლია.