საგამოძიებო: დავაკავეთ ორი პირი
დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყებისცნობით, თურქეთის ორი მოქალაქეა დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული"- აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.