გარდაბანში დავაკავეთ კაცი, რომელიც ცოლს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა - შსს

13.11.25 11:03
გარდაბანში დავაკავეთ კაცი, რომელიც ცოლს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა - შსს

გარდაბანში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცელებს. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - წერია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები