38 წლის მემწვანილე შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა?! - ვინ არის ნარკო-მოვაჭრე ოფელია, რომელსაც ოჯახი ხელს ადევს
პირველი ინტერვიუ ტაქსის მძღოლთან რომელიც, რუსთავის გზატკეცილიდან სავარაუდო ქილერებმა გაიტაცეს, იარაღის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს ხელ-ფეხი სკოჩით შეუკრეს, თვალები აუხვიეს და საკუთარი ავტომობილის საბარგულში დააბეს.
პაატა ლომიძე "შაბათის ეთერს" უყვება, რომ თვალებახვეული და საბარგულში ჩაკეტილი გამტაცებლებმა რამდენიმე საათის განმავლოაბაში მისთვის უცნობ ტერიტორიაზე ატარეს. საბოლოოდ კი მისი ავტომობილით ქვემო ფონიჭალაში ჩავიდნენ, გურამიშვილის ქუჩაზე მივიდნენ და 38 წლის კაცი რასიმ ისაევი ჩაცხრილეს.
- სავარაუდო შეკვეთილი მკვლელობა, რომლის მოწმეც ტაქსის მძღოლი გახდა, ქვემო ფონიჭალაში, 2020 წელს 7 დეკემბერს გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. კაცს 15 ჯერ ესროლეს.
მკვლელობაში ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვეს. ტაქსის მძღოლი პაატა ლომიძე, რომელიც საბარგულში ჰყავდათ ჩაკეტილი „შაბათი ეთერთან" იხსენებს, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა სწრაფი სვლით დაახლოებით 15 წუთი იარეს, შემდეგ კი ავტომობილი გააჩერეს, საბარგული გახსნეს, თუმცა არ მოკლეს.
ახლა ჩნდება კითხვა, რატომ მოკლეს 38 წლის მემწვანილე, რომელსაც არც დიდი ფული და არც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავდა? ისაევების ოჯახი 5 წელია, საგამოძიებო უწყებას არწმუნებს, რომ ეს შურისძიების მოტივით დაგეგმილი და შეკვეთილი მკვლელობა იყო.
გახმაურებული მკვლელობა ფონიჭალაში რომლის შესახებაც მოკლული მემწვანილის დედა "შაბათის ეთერთან" საუბრობს 2016 წელს მოხდა. მაშინ 22 წლის ფიქრათ ახმედოვი ერთი სატელევიზო ინტერვიუს გამო მოკლეს, როდესაც თქვა, რომ მათ სოფელში ე.წ. ვაჰაბისტები გამოჩდნენ. მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მაშინ ახმედოვები საპროტესტო აქციებზე ითოხვდნენ. პოლციიამ საქმე საბოლოოდ გახსნა და რამინ ისაევი დააკავა, თუმცა ბრლდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ახმედოვები მათ ტეორს მაინც აგრძელებდნენ და ემუქრებოდნენ.
მოკლული მემწვანილის ოჯახი დამკვეთად ოფელია ახმედოვას ასახელებს, რომელიც ფონიჭალაში იმ დროს გავლენიან ქალად ითვლებოდა.
ოფელია ახმედოვა ახლა ციხეშია, ოღონდ არა მკვლელობის შეკვეთის არამედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის.