საგურამოში 70 წლის კაცი დააყაჩაღეს - პენსიონერი ნაცემია

04.12.25 10:55
საგურამოში 70 წლის კაცი დააყაჩაღეს - პენსიონერი ნაცემია

საგურამოში 70 წლამდე პენსიონერი დააყაჩაღეს - შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული  წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავა. 

პენსიონერი ნაცემია, ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ - 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.

ვ.ხ.ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე - ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები