პოლიციას გაექცა 19 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ფინანსური პოლიციის თანამშრომელს დანა ჩაარტყა - რა მოხდა ნახალოვკაში

06.12.25 21:47
პოლიციას გაექცა 19 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ფინანსური პოლიციის თანამშრომელს დანა ჩაარტყა - რა მოხდა ნახალოვკაში

19 წლის ლუკა მუჯარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ თვეზე მეტია, ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ძებნილი მუჯარიძე ფინანსური პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის, დავით ლორთქიფანიძის დაჭრაშია ბრალდებული. არაოფიციალური ვერსიით, ძალოვანი უწყების თანამშრომელს მძიმე ჭრილობები ე.წ. კრიმინალური გარჩევის დროს მიაყენეს.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, შემთხვევა ნაძალადევში, ცოტნე დადიანის  ქუჩაზე, 28 ოქტომბერს მოხდა. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო მასალებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ ფინანსური  პოლიციიის ოპერატიული თანამშრომელი, აღნიშნულ მისამართზე, თანამშრომელ ამირან ჭიტაძესთან ერთად საღამოს 23:00 საათზე მივიდა.

ფინანსური პოლიციის თანამშრომელი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ავტოფარეხთან სამი ბიჭი შენიშნა, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ, როცა იკითხა, იყო თუ არა მშვიდობა, ერთ-ერთი მათგანი მიუახლოვდა და დანა ჩაარტყა. ჩვენებაში დავით ლორთქიფანიძე წერს, რომ შემთხვევის დროს ადგილზე იყო რატი ქემოკლიძე

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის ორივე თანამშრომელმა (გამოკითხეს ამირან ჩიტალაძე) გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და სისხლიანი გარჩევის რეალური მოტივი დამალეს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელების დაჭრა 25 ოქტომბერს გადასასვლელ ხიდთან მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, რა დროსაც ფინანსური პოლიციის თანამშრომელი დავით ლორთქიფანიძე ავტომობილით გადაადგილდებოდა,  მას გზა გადაუჭრეს, რასაც ჯერ გინება, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ამის შემდეგ, წყაროს ცნობით, მოქმედმა ძალოვნებმა, რომლებიც უბნელებზე გაბრაზებულები იყვნენ, კრიმინალური გარჩევა დაგეგმეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა შეკრება 28 ოქტომბერს ცოტნე დადიანის 34 ნომერში. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით,  საქმის გასარჩევად  ახალგაზრდებთან პოლიციელმა დავით ლორთქიფანიძემ მის თანამშრომელი, ამირან ჩიტალაძე მიიყვანა.

ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ჩიატალძე "შაბათის  ეთერის“  ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებიდან გამოუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბერას ძმაკაცის ავთანდილ ბალანიშვილის იგივე „კაწროს" დაჯუფების წევრი იყო.

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 19 წლის ახალგაზრდას პოლიცია ამ დრომდე ეძებს, მის ნაცვლად  ხელბორკილები ლუკა მუჯარიძის მამას დაადეს. 

მარიამ გაფრინდაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები