სკანდალი: პოლიციამ შშმ პირი გონების დაკარგვამდე სცემა?! [რა ჩანს კადრებში]

10.12.25 18:01
სკანდალი: პოლიციამ შშმ პირი გონების დაკარგვამდე სცემა?! [რა ჩანს კადრებში]

გელა გელაძის უწყება ახალ სკანდალშია - "ტვ პირველისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირს,  სამართლდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ.

ძალადობის ამსახველი კადრები "პირველების" რედაქციას მიაწოდეს. კადრების თანახმად, კაცს მიწაზე ათრევდნენ. თვითმხილველის მტკიცებით, მისი ოჯახის წევრს იქამდე ურტყავდნენ ვიდრე გონება არ დაკარგა.  

როგორც "პირველებს" უყვებიან, ძალადობას მისი შვილი იღებდა, რომელსაც ასევე ხელბორკილები დაადეს.

ამჟამად დაკავებული ბიჭი [შშმ პირის შვილი] ყვება, რომ წყნეთის ტყეში სცემეს და შემდეგ ქუჩაში დააგდეს. 20 წლის ბიჭი ძალადობაში პოლიციელ ვახო აბაშვილს ამხელს.  

საბოლოოდ კი მისი თქმით, საქმე მამა-შვილის წინააღმდეგ შემოატრიალეს. მათ პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან. 
 

მსგავსი სიახლეები