ნაძალადევში ავარიას 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა - ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ipn.ge -ს ცნობით, შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა მის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.