ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკაბულია 35 წლის კაცი

26.03.21 10:18
ხაშურში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკაბულია 35 წლის კაცი

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურში 35 წელს მამაკაცი დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ხაშური-სურამის შემოვლითი გზის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს.

ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა კალიბრის 745 საბრძოლო ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სათადარიგო ნაწილები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები