მარნეულში 17 და 16 წლის ძმებმა 8 ტელეფონი მოიპარეს - მიაგნეს მხოლოდ ოთხს

18.12.25 15:19
მარნეულში 17 და 16 წლის ძმებმა 8 ტელეფონი მოიპარეს - მიაგნეს მხოლოდ ოთხს

დააკავეს 17 წლის ბიჭი, ვინც 14 დეკემბრის ღამეს, მარნეულში მაღაზიიდან ძმასთან, 16 წლის მოზარდთან ერთად 8 ტელეფონი მოიპარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ ძმებმა ტელეფონების ნაწილი გაყიდეს, ნაწილი სხვა მაღაზიებში ჩააბარეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება 2009 წელს დაბადებულ მოზარდს, შსს-ს ცნობით ის პოლიციამ ამხილა.

სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები