ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს - მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის პირველი შეფასება
თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის პირველი გამოხმაურება ოთარ ფარცხალაძის მკვლელობის ორგანიზატორად დასახელების შემდეგ.
ტარიელ კაკაბაძის თქმით, დადასტურდა ყველა ის გარემოება, რაზეც დაზარალებული მხარე მიუთითებდა. ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე პროკურატურას ამ დრომდე არ ჰავს გამოკითხული.
საქმეში არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა, მის [ოთარ ფარცხალაძე] კონფლიქტთან და გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს, მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს და ამ ადამიანს ჰქონდათ საერთო ბიზნეს-ინტერესები. მათი გზები ცუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ ვაკრიტიკებდით პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით, და ვაცხადებდით, რომ ოთარ, რომანოვ ფარცხალაძე ამ დრომდე არ იყო დაბარებული გამოსაკითხად და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ იყო მოთავსებული. ეს ადამიანი გამოკითხული არ იყო, დღეისათვის კი, დადასტურდა, რომ ყველა ის ეჭვი და ვარაუდი, რაზეც პირადად მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი ვსაუბრობდი - ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება წარედგინა აღნიშნული დანაშაულის ორგანიზებისთვის"- თქვა ტარიელ კაკაბაძემ.
ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა.
რას ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
- "ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა"